პროექტები

პროექტის სახელწოდება: საქართველოს მეფეები
პროექტის მთავარი იდეა :პროექტში მონაწილე  მოსწავლეებს ჩავუტარებ  მინი-ლექციას:  თუ რა ღვაწლი მიუძღვით დავითს და ბაგრატს საქართველოს აღორძინებაში და რის ფასად უჯდებოდათ  მათ ეს ,რომელ  მნიშვნელოვან  ომებში მოიპოვეს გამარჯვება ,ვინ იყვნენ  მათი  წინაპრები და შთამომავლები .თემის   უკეთ გასაცნობად შევთავაზებ მოსწავლეებს  პროექტზე მუშაობას. შევიმუშავებთ პროექტზე სამუშაო გეგმას და გადავანაწილებთ დავალებას.
პროექტის აქტუალობა :ისწავლონ სხვადასხვა ეპოქაში ქართული სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურები  , რითი  იყო თითოეული მათგანის მეფობა მნიშვნელოვანი.
პროექტის მიზნები :ისწავლიან ზემოთ აღნიშნულ მეფეების ყოფა-ცხოვრებას ,რომელ  საუკუნეებში  მეფობდნენ ,მათ   წარმომავლობას ,თუ  რითია მნიშვნელოვანი  მათი მეფობის წლები.
მოსწავლეს   ჩამოუყალიბდება   ისტორიული აზროვნების უნარი, ისტორიული მოვლენების  სხვადასხვა კუთხით დანახვა. გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: სამი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის  გაზეთი ,ბუკლეტი ,სლაიდები ,ფოტო  ალბომი, საკონფერენციო მასალები ,ვებ-გვერდი.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები :ინტერნეტი ,კომპიუტერი, ციფრული კამერა, პროექტორი ,ენციკლოპედია ,სახელმძღვანელო.
პროექტის მსვლელობა: პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვაძლევ დავალებას, ერთმა მოიძიოს  ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე, მეორემ კი ბაგრატ მეფეზე. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინტერნეტის და ლიტერატურის გამოყენებით, მოიძიონ ფოტოები ,ლექსები, თქმულებები, მოთხრობები . რომელ  საუკუნეებში  მეფობდნენ, ,ვინ იყვნენ მათი  წინაპრები ,შთამომავლობა ,რამდენი წელი მართავდა თითოეული  სამეფოს ,რითია მნიშვნელოვანი მათი  მეფობა ,ჩაატარონ გამოკითხვები არჩეულ თემასთან დაკავშირებით კითხვით: თუ რომელი მეფის დროს იყო საქართველო აღორძინებული.?  შემდეგ ეტაპზე ხდება ინფორმაციის დამუშავება- დახარისხება .შემდეგ ვგეგმავთ ექსკურსიას გელათში და  ბაგრატის ტაძარში სადაც ხდება მათი ნამუშევრების   პრეზენტაცია . შეიქმნება პროექტის ამსახველი კედლის გაზეთი, ბუკლეტი და სლაიდები.   პროექტის დასასრულს  გაიმართება პროექტის პრეზენტაცია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია - ისტ
პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე მამულია
ხელმძღვანელის   ელ .ფოსტა: ekaterinemamulia@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:  www.ekaterinemamulia.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий