გაკვეთილის მთავარი თემა
|
დავით აღმაშენებელი ,დიდგორის ბრძოლა
|
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
|
მე 9 კლასი- ორი მოსწავლე.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ისწავლონ აღმაშენებლის მოღვაწეობა ,ისწავლონ
თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო დიდგორის ბრძოლა ერის გადარჩენისთვის.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეებს გავაცნო თუ რა გენიალური გეგმა შემუშავა მეფემ რამაც ბრწყინვალე
გამარჯვებამდე მიიყვანა ქართველი ხალხი
გაიაზრონ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს ბრძოლა ერის გადარჩენისთვის.
განუვითარდეთ წყვილებში მუშაობის
,ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევა.
იმსჯელონ დიდგორის ომით გამარჯვებით გამოწვეულ ცვლილებებზე და საქართველოსათვის
ამ ცვლილების მნიშვნელობაზე.
ისტ.IX.3მოსწავლეებს შეუძლიათ დაახასიათონ
ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან რომელ საუკუნეში მეფობდა დავით აღმაშენებელი, აქვთ ინფორმაცია
თუ რა მიზანი ამოძრავებდათ თურქებს საქართველოსთან
მიმართებაში, აქვთ ზოგადი ინფორმაცია თუ რატომ ეწოდა დიდგორის ბრძოლას „ძლევაი საკვირველი.
მოსწავლეს განვითარებული აქვს წყვილებში მუშაობის ,ინდივიდუალურად მუშაობის ,პრეზენტაციის უნარ-ჩვევა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
წყვილებში მუშაობა, ინდივიდუალური
მუშაობა .შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ცარცი ,დაფა ,რვეული ,მოსწავლის
სახელმძღვანელო, მასწავლებლის სახელმძღვანელო.-კომპიუტერი
,პროექტორი ,ინტერნეტი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები -3 წუთი.
საშინაო დავალების შემოწმება-3 წუთი.
A-ფაზა-განწყობის შექმნა- 7 წუთი.
წინარე ცოდნის შემოწმება-მოსწავლეს კლასში ვუსვამ კითხვებს:
1.რომელი საუკუნის ამბავია დიდგორის ბრძოლაში აღწერილი?
2.რა მიზნით მოდიოდნენ თურქები საქართველოსკენ?
3.რამდენი მეომარი ჰყავდათ ქართველებს?
4.რატომ ეწოდა დიდგორის ბრძოლას „ძლევაი საკვირველი“?
მოსწავლეებთან ერთად ვქმნით ასოციაციურ სქემას: დიდგორის ბრძოლა.
პარალელურად მოსწავლეებს ეკრანზე ვაჩვენებ ინტერნეტიდან გადმოწერილ შესაბამის
რესურსს.
B-ფაზა-შინაარსის
რეალიზება.
აქტივობა: მინი ლექცია დიდგორის
ბრძოლაზე: მოკლედ ვსაუბრობ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ ბრძოლაში გამარჯვება,
ბრძოლის რა გეგმა შეიმუშავა მეფემ, როგორი სიტყვებით მიმართა დავითმა თავის მეომრებს.
თუ რატომ გადაიქცა დიდგორის ომი ქართველი ხალხის სალოცავ მოვლენად -7 წუთი.
აქტივობა: წყვილებში ვამუშავებ, ვაძლევ დავალებას სახელმძღვანელოდან
,სადაც მოცემულია კითხვები, უნდა შეასრულონ ეს დავალება სამუშაო რვეულში-8 წუთი.
როცა დაასრულებენ დავალებას ერთმანეთს გააცნონ-8 წუთი.
C-ფაზა-რეფლექსია-გამთლიანება
აქტივობა: გადავდივარ კითხვა პასუხის რეჟიმში, ინდივიდუალურად ვუსვამ
კითხვას.
1.ბრძოლის რა გეგმა შეიმუშავა დავითმა?
2.რისკენ მოუწოდა დავითმა თავის მებრძოლებს
3.თქვენი აზრით ,რა იყო ამ ომში ქართველთა გამარჯვების მიზეზი?
4.დავით აღმაშენებლის რა თვისებები ჩანს ამ ტექსტში?
შევაჯამებ გაკვეთილს, შევაფასებ.
ვაძლევ საშინაო დავალებას სახელმძღვანელოდან-9 წუთი.
|
გაკვეთილის გეგმები
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий